ახალი ამბები
ბაკურიანში სასრიალო ტრასები 15 იანვრიდან იხსნება
ბაკურიანი სასრიალო სეზონის გასახსნელად ემზადება. თოვა საკურორტო დაბაში გუშინ, 13 იანვარს დაიწყო და შესაბამისად მიმდინარეობს ტრასების მომზადებაზე მუშაობა.

15 იანვარს, 10:00 საათიდან, გაიხსნება შემდეგი სასრიალო გზები:

კოხტაზე:

კოხტა 1
კოხტა 2


დიდველზე:


ნოდო
გონდოლა 1


Half pipe - (დამწყებებისთვის)


საბაგიროები და სასრიალო გზები იმუშავებს ყოველდღე, 17:00 საათამდე


ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი "ბაკურიანი" ავრცელებს.
Print