ახალი ამბები
17 იანვრიდან ბორჯომის სკოლებში და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდება
ორშაბათიდან, 17 იანვრიდან, სასწავლო პროცესი განახლდება ბორჯომის ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში. გაკვეთილები საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება. საახალწლო დღესასწაულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაღი და 20 სკოლა ბავშვების მისაღებად მზად არის. ჯამში რეგისტრირებულია 868 აღსაზრდელი და 4000-მდე სკოლის მოსწავლე.
Print