ახალი ამბები
ბორჯომში ავარიის დროს დაშავებული ქალის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია
ბორჯომში, 6 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა შედარებით სტაბილურია. ავარია ლიკანში მოხდა. მსუბუქ ავტომანქანაში ხუთი პირი იმყოფებოდა. აქედან ორი ქალი მძიმედ დაშავდა. ორივე მათგანი თბილისში კლინიკაში მკურნალობს.

ერთ-ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მძიმე თუმცა შედარებით სტაბილურია. ტელეკომპანია "ბორჯომი" დაშავებულის დედას ესაუბრა და მისი ინფორმაციით, გასული 24 საათი იყო შვილისთვის განსაკუთრებულად კრიტიკული. ახლა კი მოვლენების განვითარებას ელოდებიან. პაციენტს მძიმე დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

რაც შეეხება მეორე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც ასევე ავარიის დროს დაშავდა, სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, მას სამედიცინო ცენტრიდან მალე გაწერენ.


ამავე თემაზე:


ბორჯომში, ლიკანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
Print