ახალი ამბები
ტელეკომპანია "ბორჯომის" ნომინაცია 2021 - წლის "ყველაზე რეიტინგული რესპონდენტი"
ბორჯომელი მოჭადრაკე ბარბარე შონია 3 წლიდან ჭადრაკს თამაშობს და არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ბარბარეს წარმატებებს ტელეკომპანია „ბორჯომი“ მთელი წლის განმავლობაში თვალს ადევნებდა და აქტიურად აშუქებდა.

პატარა მოჭადრაკის შესახებ მომზადებული მასალები ინტერნეტსივრცეში დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა.

ამიტომ, ტელეკომპანია „ბორჯომმა“ ბარბარე შონია 2021 წლის "ყველაზე რეიტინგულ რესპონდენტად" დაასახელა.

Print