ახალი ამბები
ასპინძაში მკვლელობა მოხდა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში მკვლელობა მოხდა. მოკლულია სოფელ ნიჯგორის მაცხოვრებელი 46 წლის კაცი.

ინფორმაციას ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, წუხელ გვიან ღამით, აწყვიტის მაცხოვრებელი ვ.წ.-ს მანქანით დაეჯახა და მიიმალა.

მოკლული შვილებთან ერთად იმყოფებოდა მანქანაში, რის შემდეგ აწყვიტაში მივიდა.

ვ.წ.- ს დანა გულში აქვს ჩარტყმული. 46 წლის მამაკაცი ადგილზე, სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
Print