ახალი ამბები
ბაკურიანში წყლის და ინტერნეტის პრობლემაა
ბაკურიანში, ქუჩების გარკვეულ ნაწილს დღეს სასმელი წყალი არ მიეწოდება. დილის 11:00 საათიდან გათიშულია ინტერნეტიც.

ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ეკა ორჯონიკიძის ინფორმაციით, სასტუმრო მგზავრებთან დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემა. მიმდინარეობს მუშაობა.

"რეგიონის ხელმძღვანელობა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ყველა ჩართულია ამ პრობლემის მოგვარებაში. საჭიროა შესაბამისი ტრანსპორტი რომელიც ადგილზე შეძლებს მუშაობას. აღნიშნული ტრანსპორტი გამოძახებულია და იმედია მალე შევძლებთ სისტემის რეაბილიტაციას, რაც მოაგვარებს როგორც წყლის, ასევე კანალიზაციის პრობლემას" - აცხადებს ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ეკა ორჯონიკიძე.

რაც შეეხება ინტერნეტს. ბაკურიანში ძირითადად კერძო ინტერნეტ პროვაიდერი მუშაობს. კომპანია "მაგთი"-ში ამბობენ, რომ დაბაში ინტერნეტის პრობლემა დაზიანების გამო შეიქმნა. კომპანიაში ჯერ-ჯერობით ვერ გვასუხობენ, როდის აღდგება ინტერნეტის მიწოდება ზამთრის კურორტზე.
Print