ახალი ამბები
"სათემო რეინჯერებს" სერთიფიკატები გადაეცათ
“თემზე დაფუძნებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი“ ასე ერქვა პროექტს, რომლსაც „ნაკრესი“ ერთი წლის განმავლობაში ახორციელებდა. პროექტის ფარგლებში „სათემო რეინჯერები“ დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში ჩაერთვნენ.
15 ახალგაზრდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდან (ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ხარაგაული) შეირჩა. მათ შორის იყვნენ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები.

Print