ახალი ამბები
ბორჯომის მუნიციპალიტეტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას შეუერთდა
დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერზე პასუხისმგებელმა პირმა ეკა ბრონიკოვამ, საჯარო მოხელეებთან გამართა შეხვედრა.

შეხვედრის მიზანი იყო, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება.

შეხვედრაზე ნაჩვენები იყო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი - ,, ხმა ამოიღე“.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.
Print