ახალი ამბები
ბორჯომში საყვავილე საინფორმაციო დაფები დამონტაჟდა (R)
ბორჯომში, შვიდ ლოკაციაზე, საყვავილე საინფორმაციო დაფები დამონტაჟდა. საინფორმაციო დაფაზე დატანილია ინფორმაცია კონკრეტული ობიექტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. საყვავილე დაფებს გააჩნია როგორც საინფორმაციო, ასევე დეკორატიული ფუნქცია, რაც მნიშვნელოვანია ბორჯომის, როგორც ტურისტული ქალაქისათვის.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტებმა ჩვენი ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული ადგილების შესახებ სწორი და საინტერესო ინფორმაცია მიიღონ. თითოეულ ლოკაციაზე ორ ენაზეა განთავსებული ინფორმაცია ადგილისა თუ ძეგლის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის შესახებ. ჩვენ ვაპირებთ სრულად მოვიცვათ ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობა და ეტაპობრივად მოვახდინოთ საინფორმაციო დაფების დამონტაჟება,“- განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.
Print