Error
ახალი ამბები
საკრებულოში თანამდობობის პირთა რაოდენობა იზრდება-ცვლილებები თვითმმართველობის კოდექსში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულო პარასკევს, 3 დეკემბერს, 28-ის ნაცვლად 33 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესული ცვლილებების მიხედვით, წევრების გარდა საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობაც იზრდება. საკრებულოს თავმჯდომარეს ერთის ნაცვლად სამი მოადგილე ეყოლება. ასევე ფრაქციის თავმჯდომარე, რომელსაც ერთი მოადგილე ჰყავს, უფლებამოსილი იქნება ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე დამატებით ერთი მოადგილე ჰყავდეს. გარდა ამისა ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს უფლება არ აქვთ ერთზე მეტი ფრაქცია შექმნან.
Print