ახალი ამბები
თურქეთის პრეზიდენტმა ლირას გაუფასურების გამო ფინანსთა მინისტრი მოხსნა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თურქეთის ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურების ფონზე ქვეყნის ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი ბრძანება ქვეყნის საკანონმდებლო მაცნეში Resmi Gazete-ში გამოქვეყნდა.

ლუტფი ელვანის ნაცვლად, ერდორანმა მინისტრის პორტფელი ნურედინ ნებატის ჩააბარა, რომელიც ამავე უწყებაში აქამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

წლის დასაწყისიდან თურქეთის ეროვნული ვალუტა 70%-ით არის გაუფასურებული, რაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ვარდნაა ბოლო წლების განმავლობაში. შედარებისთვის, იანვარში ერთი აშშ დოლარი 7 ლირა ღირდა, ხოლო გასულ კვირას მისი ფასი 13 ლირა იყო, რაც ისტორული ანტირეკორდია ამ ვალუტისთვის. ოთხშაბათს დილას ის 13,88 ღირდა, თუმცა მინისტრის ცვლილების შესახებ ინფორმაციის შემდეგ 12,7 ლირამდე გამყარდა.






წყარო: BPN
Print