ახალი ამბები
დღის ცენტრის "თებეს" ბენეფიციარებმა ხის ნერგები სათბურში დარგეს

გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინასებული პროექტი შშმ პირების ჩართულობა კლიმატური ცვლილებების პროცესში დასასრულს მიუახლოვდა.

პროექტის მიზანია შშმ პირების დასაქმება ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის საფარის აღდგენაში.

ბორჯომში დღის ცენტრის „თებეს“ ბენეფიციარებმა ხის ნერგები სათბურში დარგეს. ნაძვის, სოჭის, ფიჭვისა და კედარის ნერგები მოზარდებმა საკუთარი ხელით გამოიყვანეს. სანერგე ოთახში გაზარდეს, სათბურში გადაიტანეს, საიდანაც მომავალში დაზიანებული ტყის საფარის ადგილზე დარგავენ. აქტივობაში 40-მდე ბენეფიციარი იყო ჩართული.

 


Print