ახალი ამბები
გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საკითხზე რეგიონული ვორქშოფი ბორჯომში
გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საკითხებზე, ბორჯომში ორი დღის განმავლობაში რეგიონული ვორქშოფი გაიმართა. სემინარში მონაწილეობა მიიღეს დელეგატებმა საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ, ამავე ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის სპეციალისტმა გენდერის საკითხებში, მარი ტულემონდმა და საქართველოს ოფისის პროგრამის ოფიცერმა, მარიკა ქურდაძემ. სემინარი განკუთვნილი იყო ეროვნული პარტნიორებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის, მკვლევარებისთვის და გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული აქტივისტებისთვის.


სემინარი ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ოფისთან პარტნიორობით, პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

Print