ახალი ამბები
კორუფციის ნიშნები ბორჯომის მერიის შესყიდვებში-„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს„ კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ პანდემიის დროს სამშენებლო სექტორში სახელმწიფოს მიერ დადებული გამარტივებული შესყიდვები შეისწავლა. კვლევაში ბორჯომის მერიის მიერ განხორციელებულ შესყიდვაზეც არის საუბარი, რომლის მიხედვითაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით, ორი დღის დაფუძნებულ კომპანიას სამი კონტრაქტი გაუფორმა.

„შპს „სქაილაინი“ 2021 წლის 14 ივლისს დაფუძნდა და დაფუძნებიდან 2 დღეში, 16 ივლისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 48,814 ლარის ჯამური ღირებულების 3 კონტრაქტი გაუფორმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის. „სქაილაინს“ სხვა სახელმწიფო უწყებასთან გამარტივებული შესყიდვის გზით კონტრაქტი არ გაუფორმებია, ხოლო ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.
შპს „სქაილაინის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ბექა წიკლაურია. ბექა წიკლაური ასევე ფლობს კომპანია „ბაუენს“. აღნიშნულ კომპანიას 2015 და 2017 წელს ახალციხის მერიასთან გამარტივებული შესყიდვის გზით 15,410 ლარის ჯამური ღირებულების 2 კონტრაქტი აქვს გაფორმებული. 2016 წელს კომპანიამ ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებული 15,700 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი მოიგო“.


კვლევის სრულად სანახავად გადადით ბმულზე:

https://transparency.ge/ge/post/pandemiis-dros-samsheneblo-sektorshi-saxelmcipos-mier-dadebuli-gamartivebuli-shesqidvebis?fbclid=IwAR3RE_3VRdGep4PrJth2BkVZUbGOUTIWRMVlfdNC3BiRWcb9_isMVS9GSpI





Print