ახალი ამბები
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ სივრცეში გადაინაცვლებს
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა მოედნიდან რეალურ სივრცეში - ქუჩაში გადაინაცვლებს. მომავალ მძღოლებს 2022 წლის აპრილიდან მართვის უნარების გამოვლენა ორ ეტაპად მოუწევთ. თავდაპირველად, თეორიული ნაწილის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, გამოცდას დახურულ მოედანზე ჩააბარებენ, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გაგრძელდება, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე. სიახლეა მოპედების რეგისტრაციის კუთხითაც. მფლობელებისთვის განისაზღვრა მინიმალური ასაკობრივი ზღვარი. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
Print