ახალი ამბები
პარლამენტის 9 ოპოზიციონერი წევრი შიმშილობას იწყებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის ცხრა ოპოზიციონერმა წევრმა შიმშილობა დაიწყო.

ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ ბრიფინგზე გააკეთა.

შიმშილობას მიმართავენ: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი.


Print