ახალი ამბები
პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე არ გადაიყვანს.

პენიტენციური სამსახურის თანახმად, გადაწყვეტილება ეფუძნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას და ამ სამსახურის მიერ ოქტომბრის ბოლოს საჯაროდ გავრცელებულ განცხადებას, რომ „იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს"

Print