ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება. ადვოკატების და თავად ბრალდებულის მოთხოვნის მიუხედავად, რომ სხდომა სასამართლოში ჩატარდეს, პროცესის ადგილი ამ დრომდე უცნობია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სხდომის ჩატარება სასამართლოს შენობაში გადაწყვიტა. ახლა მთავარი კითხვაა, დაესწრება თუ არა ექსპრეზიდენტი თავის სასამართლო პროცესს?

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

პროკურატურა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას (სსსკ 333-ე მუხლი) ედავება. სააკაშვილს საქართველოს სასამართლოებმა დაუსწრებლად ორ საქმეზე მიუსაჯეს პატიმრობა. ეს საქმეებია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობა.


Print