ახალი ამბები
პატრიარქის წერილი მიხეილ სააკაშვილს
რუსთავის ციხესთან მისულმა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მიხეილ სააკაშვილთან კიდევ ერთხელ მივიდა, რათა წერილი აქვს გადასაცემი. მან პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს ილია II-ის წერილი მიუტანა.

"წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა ეს წერილი გადავცე და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა და რჩევაა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა", - განაცხადა ბოტკოველმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საპატრიარქო სალომე ზურაბიშვილს ვერ სთხოვს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, რადგან ამის უფლება ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნის.
Print