ახალი ამბები
ქურდობა ბაკურიანის სუპერმარკეტ "ნიკორაში"
დღეს, 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ბაკურიანის სუპერმარკეტ "ნიკორაში" ქურდობის ფაქტი მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყებაში არ აკონკრეტებენ, ვის მიერ მოხდა მაღაზიის გაქურდვა და რა იქნა გატანილი სუპერმარკეტიდან. დეტალებს საგამოძიებო უწყება დაადგენს.
Print