ახალი ამბები
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. არიან დაშავებულები.

ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. მაშველებმა კორპუსის ჩამონგრევის ადგილიდან არასრულწლოვანი გამოიყვანეს. ასევე გამოიყვანეს ახალშობილი, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

Print