ახალი ამბები
ონლაინ ვაჭრობის უპირატესობები და ელექტრონული კომერციის განვითარების მაღალი ტემპი საქართველოში
ონლაინ ვაჭრობის უპირატესობები და ელექტრონული კომერციის განვითარების მაღალი ტემპი საქართველოში!
XXI საუკუნის ტრენდების მიმოხილვისას აღმოაჩენთ, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობენ სოციალური ქსელები (facebook, Instagram, twitter, pinterest) ელექტრონული კომერციის განვითარებაში. Facebook ალგორითმების თანახმად, თუკი ერთ რომელიმე ონლაინ მაღაზიას, მაგალითად www.isurve.ge - ს ესტუმრებით, რამდენიმე წუთში, თქვენს გვერდზე უამრავი სხვა ონლაინ მაღაზია ავტომატურად გამოჩნდება. აღმოაჩენთ, რომ საქართველოში ონლაინ მაღაზიების საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ ასორტიმენტსა და მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებლებს!
საქართველოში ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ონლაინ ვაჭრობენ. ძირითადი ფაქტორები, რის გამოც მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ ონლაინ ნივთების შეძენას ეს არის საცობებსა და რიგებზე თავის არიდება და დროის დაზოგვა, სახლში მიტანის სერვისი, შესყიდვის პროცედურის სიმარტივე, ფასდაკლებები ონლაინ უნაღდო ანგარიშსწორებისას და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ონლაინ მაღაზიების გააქტიურების ფონზე, შემცირდა მსოფლიოს უმსხვილესი მაღაზიებიდან, საქართველოდან გამომწერთა რიცხვი, ეს ქართული ონლაინ მაღაზიების აქტიურობის დამსახურებაა!
ელექტრონული კომერციის განვითარების მაღალი ტემპის გვაფიქრებინებს, რომ ქართულმა კომპანიებმა ნამდვილად დაიმსახურეს მომხმარებლების ნდობა. მომხმარებელთა 85%-ზე მეტი გამოთქვამს კმაყოფილებას ონლაინ შენაძენსა და შემდგომ მომსახურებაზე. ისინი, საკუთარ აზრს კომენტარებისა სახით საჯაროდ აფიქსირებენ, რაც მნიშვნელოვანია ონლაინ მაღაზიებისთვის სანდოობის გაზრდის კუთხით. მომხმარებლების გამოხმაურებები მოტივაციას აძლევს სხვა მომხმარებლებს და კიდევ უფრო უადვილებს მათ არჩევანის გაკეთებას!
ონლაინ მაღაზიათა უმეტესობა, უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს, რაც ასევე, ძალიან მოსახერხებელი პირობაა. იმ შემთხვევაში, თუ დახმარება დაგჭირდებათ განცხადების შევსების პროცესში, თანამშრომლები მუდმივად მზად არიან ამომწურავად უპასუხონ თქვენს შეკითხვებს
ონლაინ მაღაზიების საიტებზე, პროდუქტების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი, რაც მომხმარებლებს სწორი არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. ონლაინ მაღაზიებმა შეძლეს და მოახერხეს, რომ ქართულ ბაზარზეც ყოფილიყო ხელმისაწვდომი იგივე პროდუქტები, რომლებსაც Amazon-ზე, eBay-ზე ან სხვა საიტებზე უკვეთავდა ქართველი მომხმარებელი.
ქართული ონლაინ მაღაზიები, მისაღებ ფასში სთავაზობენ მომხმარებლებს ხარისხიან პროდუქციას და ამასთან, ნებისმიერ შენაძენს ძალიან მოკლე დროში აწვდიან. ამიტომ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ქართული ონლაინ მაღაზიები კონკურენციას უწევენ უმსხვილეს წამყვან ბრენდებს!

Print