ახალი ამბები
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს
22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს.
თუ რა ვითარებაში, ან სად მოხდა მიმალვაში მყოფი პირების დაკავება, ეს უცნობია.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყეენეს. მათ საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა.

ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.
Print