ახალი ამბები
„აიცერი და მოიგეს“ ერთი გამარჯვებული ბორჯომელია
დღეიდან, 14 სექტემბრიდან კოვიდვაქცინირებულთა ლატარიის გათამაშება დაიწყო.
პირველი გათამაშების გამარჯვებულებს შორის ერთი მონაწილე ბორჯომელია, რომელმაც 100 ლარი მოიგო.

ლატარიის გათამაშება ყოველდღიური, ყოველკვირეული და შემაჯამებელი იქნება. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500-ლარიანი პრიზები.

ყოველკვირეულად 1 000-დან 10 000 ლარამდე თანხა.

შემაჯამებელი გათამაშება კი 31 დეკემბერს გაიმართება , სადაც საპრიზო თანხა 100 000 ლარია.

Print