ახალი ამბები
ბორჯომის მერის მოვალეობას იოსებ რაზმაძე ასრულებს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ზაალიშვილს უფლებამოსილება შეუწყდა. ის თვითმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერია და საარჩევნო კამპანიაშია ჩართული.

ახალი მერის არჩევამდე ბორჯომში მერის მოვალეობას, მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე შეასრულებს.

დავით ზაალიშვილი ბორჯომის მერის მოვალეობას 2020 წლის მარტიდან ასრულებს, მას შემდეგ რაც ბორჯომის ყოფილი მერი ლევან ლიპარტია ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

Print