ახალი ამბები
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობა დაასრულა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა. ტერიტორიის კონტროლი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება მეხანძრეების და რეინჯერების მიერ. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებული იყო ერთ ჰექტარ ფართობზე.

შეგახსენებთ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარი დღეს, 31 აგვისტოს, დაახლოებით სამი საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი ბორჯომი-ახალციხის საზღვარზე, მოტეხილ ხეებსა და ბალახზე გავრცელდა. ტერიტორია მიუვალი იყო. ადგილზე მეხანძრეებთან, მაშველებთან და რეინჯერებთან ერთად მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ხანძრის ქრობა მალევე მოხერხდა.
Print