ახალი ამბები
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარია
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარი დაახლოებით სამი საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი ბორჯომი-ახალციხის საზღვარზე, ერთ ჰექტარ ფართობზე მოტეხილ ხეებსა და ბალახზეა გავრცელებული. ტერიტორია მიუვალია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
Print