ახალი ამბები
ბორჯომში მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
ბორჯომში, დღეს დილით (6 აგვისტოს) მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაცია ტელეკომპანია "ბორჯომს" შსს-ში დაუდასტურეს.

შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა.

ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში, დღეს დილით დაჭრილი მოქალაქე შევიდა, ახალგაზრდა კაცი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბორჯომში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი, სამედიცინო ცენტრში უკვე დაზიანებებით შევიდა, სავარაუდოდ დაზიანებები მას ყელის არეში ჰქონდა.

„არაფერი არ ვიცით რა მოხდა, მარტო იყო თუ არა, ან რატომ მივიდა და რა მდგომარეობაში საავადმყოფოში“

„ამბობენ რომ ჯიბეში ხელყუმბარა ჰქონდა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, შეიძლება არ შეესაბამება სიმართლეს, არ ვიცით“
- ამბობენ სამედიცინო ცენტრის ეზოში შეკრებილები.

Print