ახალი ამბები
ცესკოს თავმჯდომარედ პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
საქართველოს პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და ორი პროფესიონალი წევრი აირჩია. პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარედ 83 ხმით 3-ის წინააღმდეგ გიორგი კალანდარიშვილი დაამტკიცა.
კენჭისყრა ამჯერად სრული შემადგენლობის უმრავლესობის კვორუმით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატებს სულ მცირე 76 ხმა სჭირდებოდათ. პარლამენტმა ცესკო-ს პროფესიონალ წევრებად გია ცაცაშვილისა და (81 მომხრე) და მაია ზარიძის (81 მომხრე) კანდიდატურები დაამტკიცა.

სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებენ.

საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, კენჭისყრა ორჯერ 2/3-იანი კვორუმით და ერთხელ 3/5-იანი კვორუმით ჩატარდა, თუმცა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საერთო კანდიდატებზე ვერშეთანხმების გამო, მაღალი კვორუმით არჩევა ვერ მოხდა.
Print