ახალი ამბები
კლდიდან გადმოვარდნილი ადამიანი გარდაცვლილი ნახეს
ბორჯომში კლდიდან გადმოვარდნილი ადამიანი მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს. ორ საათიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, ახალგაზრდა ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვლილის ვინაობა უცნობია.

შემთხვევა დღეს დაახლოებით 12:00 საათისთვის მოხდა. ბორჯომში, არდაგნის დასახლებაში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოპირდაპირე კლდიდან ადამიანი გადმოვარდა.

ადგილზე ტელეკომპანია "ბორჯომთან" ჰყვებიან, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა, კორპუსიდან დაინახა, როგორ გადმოექანა ადამიანი კლდიდან - "არ იცის ქალი იყო თუ კაცი, რა ასაკის ან ვინ იყო, უბრალოდ დაინახა როგორ გადმოექანა და ჩავარდა"




Print