ახალი ამბები
ბორჯომში, კლდიდან ადამიანი გადმოვარდა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს
ბორჯომში, არდაგნის დასახლებაში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოპირდაპირე კლდიდან სავარაუდოდ ადამიანი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს დაახლოებით 12:00 საათისთვის მოხდა.

ადგილზე ტელეკომპანია "ბორჯომთან" ჰყვებიან, რომ ერთ-ერთმა ადამიანმს, კორპუსიდან დაინახა, როგორ გადმოექანა ადამიანი კლდიდან - "არ იცის ქალი იყო თუ კაცი, რა ასაკის ან ვინ იყო, უბრალოდ დაინახა როგორ გადმოექანა და ჩავარდა"

2 საათია ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური, ჯერ ჩამოვარდნილი პიროვნების პოვნა ვერ მოხერხდა.

Print