ახალი ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დღეს დასრულდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დღეს, 20 ივლისს სრულდება. 21 ივლისიდან დამატებითი სესიების ჩატარება დაიწყება. დამატებითი საგამოცდო სესიები დანიშნულია იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია.
მიმდინარე წლის გამოცდებისათვის 38 400-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული, მათგან რამდენი გახდება სტუდენტი, აგვისტოს ბოლოს გაირკვევა.


Print