ახალი ამბები
კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს საჩუქარი ყვიბისელებს

ყვიბისში, „ბორჯომის“ N2 ჩამომსხმელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 26 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა სკვერი, რომელიც კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ ადგილობრივ მოსახლეობას და ბორჯომის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.



მოსამზადებელი სამუშაოები აქ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მოეწყო საბავშვო მოედანი და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. სკვერში არაერთი საბავშვო გასართობი ზონაა, სადაც სასურველ აქტივობას ყველა ასაკის ბავშვი თუ მოზარდი იპოვის:

სასრიალო სივრცე, საქანელები, ბზრიალა, აიწონა-დაიწონა და იქვე, რა თქმა უნდა, დასასვენებელი სივრცე მშობლებისთვის. სკვერის შესასვლელში კი დაგხვდებათ აბრა - „გთხოვთ, გაუფრთხილდეთ გარემოს“.

იმედია, სკვერის თითოეული სტუმარი, IDS ბორჯომი საქართველოსთან ერთად, ბუნების გულშემატკივარი გახდება და იზრუნებს გარემოზე და იმ ტერიტორიაზე, რომელიც დღეიდან ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის სასიამოვნო გასართობი და დასასავენებელ სივრცე გახდება.

სკვერის გახსნას ყვიბისის მოსახლეობასთან ერთად, ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


Print