ახალი ამბები
ბანაკი ბორჯომში, New მედია კლუბის წევრებისთვის
New მედია კლუბის წევრებისთვის ბორჯომში ბანაკი მოეწყო. სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ოფისში მთელი კვირის განმავლობაში მათ სხვადასხვა თემატური ტრენინგები უტარდებათ. განიხილავენ მასალების მომზადების სპეციფიკას და მათ ფორმატებს. ბანაკში 15 მონაწილეა ჩართულ. 

თითოეულ ტრენინგს თეორიასთან ერთად თან ახლავს პრაქტიკული ნაწილიც. მონაწილეები ჯგუფებში მუშაობენ დავალებებზეც. იღებენ ვიდეოებს, ამონტაჟებენ. შემდეგ კი ტრენერების მიერ ხდება მომზადებული ნამუშევრების განხილვა და შეფასება. ითვალისწინებენ მათ რეკომენდაციებს და ითვისებენ ახალ უნარ-ჩვევებს.

ნიუ მედია კლუბის წევრები არიან მოზარდები ბორჯომიდან, ახალციხიდან და ნინოწმინდიდან. მთელი წლის განმავლობაში მათ მოამზადეს სხვადასხვა ფორმატის მასალები. ბლოგი „ჩვენზე და თქვენზე“ გამოქვეყნებულია სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის და ტელეკომპანია „ბორჯომის“ ვებ-გვერდებზე. სწორედ 30 ივნისს გახდება ცნობილი გამარჯვებული ავტორების ვინაობა და მოხდება მათი დაჯილდოება.

პროექტს ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ PH international – „სკოლის, საზოგადოების და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის „ (SCOPE) ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.


Print