ახალი ამბები
კიდევ ერთი სკვერი ბორჯომში (R)
ბორჯომში, სააკაძის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.


მოეწყო დასასვენებელი და საბავშვო სივრცეები, განთავსდა სკამები და ფანჩატური, დამონტაჟდება გარე-განათება. სკვერში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.

პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მერიის დაფინანსებით განხორციელდა.


Print