ახალი ამბები
რა პროტოკოლის დაცვა მოუწევს საქართველოს მოქალაქეს საზღვრის კვეთის დროს
გიორგი ოგანესიანი სამოქალაქო აქტივისტია,ჩართულია არაერთ პროექტში. კოვიდპანდემიის პირობებში, ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში ჯერ დანიაში შემდეგ კი ამერიკაში მიემგზავრება. საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით გიორგის გარკვეული პროტოკოლის მიხედვით მოუწევს საქართველოს დატოვება.

ბორჯომში სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტები უკვე გამოჩდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შესაბამისი წესების დაცვა მოუწიათ საქართველოში, რომ შემოსულიყვნენ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხოეთში გასამგზავრებლად, ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა პროტოკოლი არსებობს .

ხოლო ჩვენს ქვეყანაში ვიზიტისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქემ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტაროს PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე სავალდებულოა სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსება, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ- გვერძეა განთავსებული.


Print