ახალი ამბები
ბორჯომსა და ბაკურიანში ტყე-კაფის გამოყოფა მიმდინარეობს

ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანში საშეშე მერქნის დანომვრა მიმდინარეობს,

მეტყევეების მიერ ხდება ტყე-კაფებში იმ მერქნის მონიშვნა, რომელიც შემდგომში მოსახლეობაზე გაიცემა , შეშის მოპოვების მსურველებს შესაბამისი პროცედურის გავლა მოუწევს.

ხე-ტყე ინომრება მეტყევეების მიერ , ტყე-კაფების გამოყოფის პროცესი სატყეო უბანზე გაზაფხულიდან მიმდინარეობს და უკვე დასასრულს უახლოვდება.

2023 წლიდან მოქალაქეებისთვის მერქნის მოპოვების წესები იცვლება, აღნიშნული სიახლე ტყის ახალ კოდექსშია გათვალისწინებული , რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა.

ბორჯომ- ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყე-კაფის გამოყოფის პროცესი სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოს დასრულდება.

 

 


Print