ახალი ამბები
ბორჯომის სოფლებში, სასმელი წყლის სათავე ნაგებობებზე სამუშაოები მიმდინარეობს (R)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში,სასმელი წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ააიპ. „ბორჯომის სოფლის წყალი“, სამუშაოებს ამ ეტაპზე რამდენიმე ლოკაციაზე ახორციელებს. გეგმიური პროცესი კი ყოველდღიურად მიმდინარეობს. ბორჯომის 24 სოფლის სასმელი წყლის ხარისხზე პასუხისმგებელი ააიპ "სოფლის წყალი"  5000-მდე აბონენტს ემსახურება.

სოფლის წყლის თანამშრომლებს დასახლებებში დაუგეგმავი გასვლები ხშირად უწევთ.

სულ ააიპ ბორჯომის სოფლის წყალი 100-მდე სხვადასხვა მოცულობის სათავე ნაგებობის გამართულ მუშაობაზეა პასუხისმგებელი.


Print