ახალი ამბები
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები მე-7 დღეა გაფიცულები არიან
7 დღიანი გაფიცვის შემდეგ ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშროლმები აანონსებენ , რომ ხვალ ქარხნის პიკეტირებას მოახდენენ და გადაადგილების უფლებას არავის მისცემენ. მათი მოთხოვნა უცვლელია, ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ.

რამდენიმე დღის წინ ბორჯომის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორიც შეხვდა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. გაფიცილი თანამშრომლები კომპანიასთან მოსალაპარაკებლად შეხვედრას პროფკავშირების გარეშე არ აპირებენ.


Print