ახალი ამბები
პოზიციები დაახლოებულია ახლა საჭიროა შეხვედრა და შეთანხმება - ანტონ ობოლაშვილი ( ვიდეო)
სამცხის მაჟორიტარ დეპუტატ ანტონ ობოლაშვილსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ობოლაშვილმა განაცხადა გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის პოზიციები დაახლოებულია და იმედი აქვს, რომ ისინი შეთანხმებას შეძლებენ.

უკვე მეორე დღეა ხელფასების გაზრდისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები აქციას მართავენ და ქარხანაში სატრანსპორტო საშუალებებს არ უშვებენ.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად ორივე ქარხანა დროებით წყვეტს მუშაობას ,, სატვირთო ავტომანქანების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების უკანონო ბლოკირება, რომელსაც ახორციელებს გაფიცულების ნაწილი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს თანამშრომლებს და თავად გაფიცულებს. სწორედ ამიტომ, ქარხნების მუშაობა განახლდება მსგავსი ტიპის უკანონო ქმედებების შეწყვეტისთანავე." ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


Print