ახალი ამბები
ბორჯომის ორივე საწარმოში შეჩერებულია სამუშაო პროცესი- გაფიცულები
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლების პროტესტი მეორე დღეა გრძელდება. გუშინ, დღის ბოლოს მხარეებს შორის მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა. გაფიცული თანამშრომლების თქმით ორივე საწარმოში შეჩერებულია სამუშაო პროცესი. ისინი ისევ ხელფასების მატებას ითხოვენ და პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ სანამ მათი პირობები არ შესრულდება.

გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა გუშინდელი ღამე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარა. დანარჩენები კი აქციას დღეს დილიდან შეუერთდნენ.

Print