ახალი ამბები
,,საქართველო გმობს ძალასდობას და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას"
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ისრაემში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ის ამბობს, რომ საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, მისი თქმით, რეგიონში დაძაბულობის განმუხტვა უალტერნატივოა:
„საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს“, – წერს მინისტრი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

Print