ახალი ამბები
ნიკა მელიამ რუსთავის ციხე დატოვა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები დახვდნენ. ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.
ევროკავშირმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გირაოს თანხა ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა.


Print