ახალი ამბები
ბორჯომში ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული
ჯეოჰოსპიტალსიის ბორჯომის სამედიცინო ცენტში კორონავირუსზე მოსახელობის ვაქცინაცია გრძელდება. ამ ეტაპზე მოსახლეობა ჩინური ვაქცინით,სინოფარმით იცრება. როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორი ირაკლი დიასამიძე ამბობს, ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის ხელმძღვანელის , ნინო ზედგინიძის ინფორმაციით კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ხუთ მუნიციპალიტეტშია შესაძლებელი.
ამჯერად ვაქცინაცია კვირაში სამჯერ ორშაბათს, ოთხშაბათს და პაასკევს არის შესაძლებელი. მოთხოვნიდან გამომდინარე აცრის დღეების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.


Print