Error
ახალი ამბები
ბორჯომის მერიამ ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა
9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბორჯომშიც აღინიშნა. მემორიალთან მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რის შემდეგაც მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო ვეტერანებმა მემორიალთან მისვლა წელს ვერ შეძლეს. მერის მოვალეობის შემსრულებელი და მერის მოადგილე სამივე ვეტერანს სახლში ესტუმრნენ, საჩუქრები გადასცეს, გამარჯვების დღე მიულოცეს და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.

NS



Print