ახალი ამბები
ბორჯომის დღის ცენტრი "თებე" პანდმიური იზოლაციის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი იზოლაციის შემდეგ, ბორჯომის დღის ცენტრი მუშაობას აგრძელებს. ონლაინ ფორმატი ჩანაცვლდა ისევ ფიზიკური აქტივობებით. იცავენ რეკომენდაციებს, თუმცა უჭირთ ერთმანეთისგან დისტანცირება. შშმ პირები დღეს მრავალფეროვნად ატარებენ. არასრულწლოვნები ჩართულები არიან განმავითარებელ აქტივობებში, ზრდასრულები კი ხელსაქმეზე არიან დაკავებულები და ამზადებენ ხელნაკეთ ნივთებს. დღის ცენტრში ბენეფიციარები ასევე სარგებლობენ ფსიქოლოგის და ფიზიოთერაპევტის მომსახურებით.
Print