ახალი ამბები
ბორჯომის ისტორიულ პარკში ზაფხულის სეზონისთვის ემზადებიან
ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს.
პარკში საკურორტო სეზონისთვის ემზადებიან. უკვე დასრულებულია ტერიტორიაზე არსებული ხიდების რეაბილიტაცია. ნაწილი სრულად განახლდა, ნაწილი კი შეკეთდა. უკვე დასრულდა გარე განათების სამუშაოები. განახლდა საინფორმაციო დაფები. ამჟამად პარკში გამწვანების სამუშაოები ხორციელდება.

გასულ წელს, პანდემიის პირობებში ბორჯომის ცენტრალურმა ისტორიულმა პარკმა 100 000 ვიზიტორს უმასპინძლა. მიმდინარე წელს საკურორტო ქალაქი მეტ ტურისტს ელოდება.

პარკში სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. 2021 წლის საკურორტო სეზონი ოფიციალურად პირველი მაისიდან გაიხსნება.



(R)


Print