ახალი ამბები
ბორჯომში ახალი სკვერი მოეწყობა
ბორჯომის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატება. რუსთაველის ქუჩაზე, შვიდსართულიანი ბინების მოპირდაპირე მხარეს დასასვენებელი ზონა მოეწყობა. დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, სკამები, გარე განათება, გამწვანდება ტერიტორია, მოეწყობა ველობილიკი. ახალი სკვერი მტკვრის სანაპირო ზოლში 2076 მეტრი სიგრძის ფართობს მოიცავს. (R)
Print