ახალი ამბები
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული მელია.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

 

Print