ახალი ამბები
ბორჯომელი კაცი რომელიც მდინარეში გადახტა, გარდაიცვალა
35 წლამდე კაცი, რომელიც დღეს ბორჯომში, სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან მდინარეში გადახტა, გარდაიცვალა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. მისი ამოყვანა მაშველებმა ჩარხისწყლის ხიდის მიმდებარედ შეძლეს, თუმცა მოქალაქის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მომხდარს ჰყავდა თვითმხილველები, ისინი ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრობენ იმ დეტალებზე, რაც საკუთარი თვალით დაინახეს. მათი ინფორმაციით, მდინარეში ჩავარდნილ მამაკაცს, ერთ-ერთი ადგილობრივი მიეშველა. ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოხდა სწორედ ამ ახალგაზრდის გადაყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print